პროექტის სახელი:ცხოველთა სამყარო
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:გავაცნოთ მოსწავლეებს გარეული ცხოველები და მათი თვისებები.
პროექტის სრული აღწერა:ოზურგეთის სკოლის მოსწავლეები არ იცნობენ გარეულ ცხოველებს,ვინაიდან ქალაქში არ არის ზოოპარკი.მათ ისინი უნახავთ მხოლოდ წიგნებსა და ტელევიზორში.კლასში ვაწარმოე გამოკითხვა,იცნობენ თუ არა ისინი გარეულ ცხოველებს,მათ თვისებებს,საცხოვრებელ ადგილს,თუ რითი იკვებებიან ისინი და სად შეიძლება მათი ნახვა ჩვენს პირობებში.გარკვეული ინფორმაცია მივიღე მათგან,მაგრამ არა საკმარისი. ყველამ გამოთქვა სურვილი მეტი ინფორმაცია მიეღოთ მათ შესახებ.მოვიპოვე ინტერნეტში სურათები გარეულ ცხოველებზე,მათ საცხოვრებელ ადგილზე.გავაკეთებ პრეზენტაციას პროექტორის საშუალებით და თან ვესაუბრები მათ კომენტარის სახით.მოიტანეს DVD დისკებზე ჩაწერილი სხვაადაასხვა მულტფილმები მაგ:. “მეფე ლომი“ და სხვა. ჩემი კომენტარების შემდეგ დივიდის საშუალებით ვნახავთ მულტფილმებს.
მონაწილეთა ასაკი:მესამე კლასი
ვადები\ხანგძლივობა: 3 გაკვეთილი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეებს დავავალე მოეპოვებინათ მულტიპლიკაციური ფილმების დისკები,სადაც მთავარი მოქმედი გმირები არიან გარეული ცხოველები. გადავწყვიტეთ ემუშავათ ჯგუფებში.
მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:საპრეზენტაციო პროგრამაში მოვამზადე საჩვენებელი გაკვეთილი.
სამუშაო ენა:ქართული,ინგლისური
საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი:
პროექტის ფასილიტატორი:ნანა ფაჩუაშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: n.pachuashvili@gmail.com
No comments:
Post a Comment